HTML marquee Tag რეკლამისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 557 72 06 16
  • Facebook
  • Twitter
  • Rss
  • Plus

წმ.დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა კოლეჯი

Rate this item
(0 votes)

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სდასუს–ს მრავალპროფილიანი კოლეჯი 2002 წელს დაფუძნდა, 2006 წლიდან კი იგი წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯის სახელს ატარებს.

მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯის სახელს ატარებს. ჩვენს სკოლა–კოლეჯში სწავლა VII – XII კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ პროფილებზე შეუძლიათ.XI-XII კლასებში კი ფუნქციონირებს სააბიტურიენტო ჯგუფები. სკოლა-კოლეჯის კურსდამთავრებული საშუალო განათლების ატესტატთან ერთად იღებს სპეციალობაში მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამის პროფესიული განათლების დიპლომს, რის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია იმუშავოს სპეციალობის მიხედვით ან ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გააგრძელოს სწავლა საქართველოს ნებისმიერ აკრედიტებულ სასწავლებელში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის აპოსტილით დამოწმებული ზოგადი განათლების ატესტატი და პროფესიული განათლების დიპლომი აღიარებულია და მოქმედებს მსოფლიოს 102 ქვეყანაში, სადაც მსურველს უფლება აქვს, იმუშაოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

სასწავლებლის მიზანი

წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა–კოლეჯი ორიენტირებულია ზოგადი და სახელობო განათლების თანამედროვე პრინციპებსა და მოდელებზე, სასწავლო პროცესის ხარისხსა და პედაგოგების პროფესიონალიზმზე, მოსწავლეების მომზადებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნაზე

ტელეფონი: (+995 32) 18 67 91

 

Home Top of Page